საზოგადობრივი ტრანსპორტისთვის გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება. დღეიდან უკვე შესაძლებელია აბონემენტების შეძენა მეტროსადგურების სალაროებსა და „საქართველოს ბანკის“ ექსპრესცენტრებში. 1-ელ თებერვლამდე მოქალაქეებს დრო აქვთ, გადახდის ახალ მოდელზე გადასასვლელად მოემზადონ, ის ძალაში სწორედ 1-ლი თებერვლიდან შევა.
მეტროს, ავტობუსისა და მიკროავტობუსის მგზავრებს შესაძლებლობა ექნება, შვიდი სახის სააბონემენტო ბარათიდან ერთ-ერთი აირჩიონ. სამივე ტრანსპორტით სარგებლობისთვის 90-წუთიანი ბარათის ღირებულება ერთი ლარია, ერთდღიანი – სამი ლარი, ერთკვირიანი – 20 ლარი, ერთთვიანი – 40 ლარი, ულიმიტო, სამთვიანი ბარათი 100 ლარი ეღირება, 6-თვიანი – 150 ლარი, ხოლო ერთწლიანი აბონემენტის ღირებულება 250 ლარია.
ის პირები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მათი სტატუსის გამო შეღავათიანი ფასით სარგებლობდნენ, მათთვის კვლავ ძველი პირობები იმოქმედებს.