ახალი რეგულაციები სკოლებისთვის

განათლებისა სამინისტრო UNICEF-თან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით, მოსწავლეთა სკოლის მიღმა დარჩენის პრევენციის რეგულაციებს აძლიერებს. ახალი რეგულაციები სკოლებს ავალდებულებს, მოსწავლის სკოლაში ან დისტანციური ფორმით ჩატარებულ გაკვეთილებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რეაგირება მოახდინოს. პირველ ეტაპზე, მოსწავლის სკოლაში ან გაკვეთილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, 10 დღის განმავლობაში კლასის დამრიგებელი უშუალოდ მუშაობს მოსწავლის ოჯახთან ან მის კანონიერ წარმომადგენელთან. ზედიზედ გაცდენილი 20 სასწავლო დღის შემდეგ კი, პროცესში განათლების სისტემის სოციალური მუშაკები ჩაერთვებიან, რომლებიც მოზარდის სასწავლო პროცესში დაბრუნების მიზნით იმუშავებენ მოსწავლესთან და მის კანონიერ წარმომადგენელთან.
ახალი რეგულაციებით, მოსწავლე, როგორც დასწრებითი, ისე დისტანციური სწავლების დროს სტატუსის შეჩერებისგან დაცულია.

მოამბე