გამომგონებელი გორიდან

გაკვეთილის დასრულებისას სკოლაში ზარი რომ ირეკება, ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა გორის მესამე საჯარო სკოლაში ეს ზარი თავისით, ადამიანის დახმარების, ღილაკზე თითის დაჭერის გარეშე ირეკება. ეს ამავე სკოლის ერთი მოსწავლის დამსახურებაა, რომელიც ჭადრაკის გაკვეთილზე ტექნოლოგიურმა მოწყობილობამ ისე დააინტერესა, რომ ტექნოლოგიების შესწავლა გადაწყვიტა.

14 წლის გამომგონებელს ნინო ფისაძე და მიხეილ ჯანეზაშვილი შეხვდნენ.