თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი აფეთქდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლი ნაწილობრივ დაინგრა, ასევე დაზიანდა გვერდით მდებარე სახლი და ქუჩაში მდგარი ავტომანქანა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მაშველები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური. აფეთქების შედეგად დაშავდა პირი, ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. წინასწარი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.