ზაზა ბაქრაძეს ადვოკატი ხვალ შეხვდება
ზაზა ბაქრაძეს ადვოკატი ხვალ შეხვდება

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ზაზა ბაქრაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი იმ პოზიციაზე რჩება, რაც მან სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

ზაზა შანავას თქმით, ბაქრაძეს ხვალ შეხვდება.

„მან გააკეთა განცხადება და ეს არის მისი საბოლოო პოზიცია. გამოძიებაში არ დაკითხულა, სასამართლოსთვის ჩვენება არ მიუცია, ამიტომ მისი ჩვენება სანამ დადასტურებული არ იქნება, მანამდე მის განცხადებას ვერ მივიჩნევთ ჩვენებად“,- განაცხადა ადვოკატმა.

თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. ზაზა ბაქრაძის დაკავებასთან დაკავშირებით, შსს-მ ოფიციალური ინფორმაცია და ვიდეომასალა გაავრცელა.