ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე პროკურატურამ ზაზა ბაქრაძისთვის საპროცესო შეთანხმების პირობები სასამართლოს გააცნო
ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე პროკურატურამ ზაზა ბაქრაძისთვის საპროცესო შეთანხმების პირობები სასამართლოს გააცნო

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე პროკურატურამ ზაზა ბაქრაძისთვის საპროცესო შეთანხმების პირობები სასამართლოს გააცნო.

დაეთანხმება თუ არა სასამართლო ბაქრაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, ეს მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც მოსამართლე ამ საქმეზე შემაჯამებელ განაჩენს გამოაცხადებს.

პროკურატურა ზაზა ბაქრაძისთვის სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთის მისჯას ითხოვს, რაც პირობით მსჯავრად უნდა გარდაიქმნას. ამავე პირობების მიხედვით, ზაზა ბაქრაძეს დაეკისრება 5000 ლარიანი ჯარიმა.

„ზაზა ბაქრაძემ აღიარა დანაშაული. გარდა ამისა, ბრალდების მხარემ გაითვალისწინა დაზარალებულების ინტერესები. ვშუამდგომლობთ, რომ განესაზღვროს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და დაენიშნოს 5000 ლარიანი ჯარიმა“,- განაცხადა სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გიორგი ოსაძემ.

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას მთავარი საგამოძიებო უწყება ხუთ პირს – გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, ზურაბ მიქაძესა და დავით იაშვილს ედავება.