ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან 15 წლისთავზე, მის საქმეზე მსჯავრდებული მკვლელობის ადგილზე მივიდა
ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან 15 წლისთავზე, მის საქმეზე მსჯავრდებული მკვლელობის ადგილზე მივიდა

ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას, მომხდარიდან 15 წლისთავზე, მის საქმეზე მსჯავრდებული ზაზა ბაქრაძე მივიდა, რომელსაც აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ ხუთი წლით პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული.

„თავი ჩავთვალე ვალდებულად, აქ მოვსულიყავი. ჩემი აქ მოსვლის მიზეზი ერთადერთია, რომ კიდევ ერთხელ მოვინანიო ის დანაშაული, რაც 15 წლის წინ მაქვს ჩადენილი. ვალდებულად ვთვლი თავს, რომ იმ ახალგაზრდა ადამიანის სულს კიდევ ერთხელ პატივი მივაგო. ჩემი ცხოვრების მანძილზე ეს დარჩება შავ ლაქად და ამ ადამიანის სულის და მისი ოჯახის წინაშე დანაშაული მაქვს ჩადენილი“, – განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.

მან საქართველოს პირველი არხის შეკითხვის საპასუხოდ, რა ინფორმაციას ფლობს როგორც ყოფილი სამართალდამცველი ბუტა რობაქიძის საქმეში ირაკლი ოქრუაშვილის მონაწილეობაზე, ბაქრაძემ განაცხადა, რომ მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

„მიმდინარეობს გამოძიება და ამ შეკითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.

რაც შეეხება ამ საქმეზე კიდევ ერთ ბრალდებულს, ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს, ბაქრაძის თქმით, ადეიშვილს არანაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი რაც მას.

ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან 15 წლისთავზე, დიდუბის პანთეონთან, მისი გარდაცვალების ადგილზე დღეს მისი მშობლები და მეგობრები შეიკრიბნენ.

დატოვე კომენტარი