ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ ზაზა ბაქრაძის ადვოკატმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართა
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ ზაზა ბაქრაძის ადვოკატმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართა

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ბრალდებულ ზაზა ბაქრაძის ადვოკატმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართა.

ამ ეტაპზე ჯერ მთავარი საგამოძიებო უწყების პასუხი ცნობილი არ არის.

„მე არ მიმიმართავს, ჩემმა ადვოკატმა მიმართა და არაფერი გადაწყვეტილება ჯერ არ არის. ეს ბრალდებულების აკვიატებულია, ამას ხშირად რომ უსვამენ ხაზს. დღეს რა ვნახეთ? ბრალდებულებმა სიცრუის ტირაჟირება მოახდინეს და ჩემ სახელზე ისაუბრეს მხოლოდ. მე ერთადერთი ვარ ამ საქმეში, ვინც ბრალი აღიარა“,- განაცხადა ბაქრაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებათ ბრალად. მოსამართლეს ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოსატანად 2018 წლის ბოლომდე აქვს ვადა.