ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ზაზა ბაქრაძე აცხადებს, რომ საქმე შსს-ს მაღალჩინოსნებმა გააყალბეს
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ზაზა ბაქრაძე აცხადებს, რომ საქმე შსს-ს მაღალჩინოსნებმა გააყალბეს

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულმა, ზაზა ბაქრაძემ სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს. შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, ახალგაზრდებს იარაღი ადგილზე სამართალდამცველებმა ჩაუდეს.

ზაზა ბაქრაძე აცხადებს, რომ დანაშაულის ადგილზე როდესაც მივიდა, იქ იარაღი არ ყოფილა. ბრალდებულის თქმით, საქმე გაყალბებულია შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ.

„დანაშაული ჩავიდინე და აღიარებითი ჩვენებაც მაქვს მიცემული. თქვენ ეს კარგად იცით. შემთხვევის ადგილზე რომ მივედი, იარაღი არ იყო. ხანდახან მგონია, ამ ადამიანებმაც ირწმუნეს ის, რაც თავში ჩაიდეს. არ ყოფილა იქ იარაღები, ჩადეს. რატომ უნდა დავიბრალო ეს დანაშაული და სხვებს რატომ უნდა დავაბრალო? არც ჩემი თავისთვის და არც სხვებისთვის დანაშაული არ დამიბრალებია“,-განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს ედება ბრალად.