ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ზაზა ბაქრაძეს პირობითი პატიმრობა განესაზღვრა
ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ზაზა ბაქრაძეს პირობითი პატიმრობა განესაზღვრა

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ზაზა ბაქრაძეს პირობითი პატიმრობა განესაზღვრა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში გახდა ცნობილი. ზაზა ბაქრაძემ საქმეზე ბრალი აღიარა.

სასამართლომ ჩათვალა, რომ ყველა ნორმა დაცულია და აკმაყოფილებს ამ საპროცესო შეთანხმებას.

„ზაზა ბაქრაძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლის ვადით, ამნისტიის კანონით დანიშნული სასჯელი ოთხი წლითა და ექვსი თვით განესაზღვროს, რაც პირობით მსჯავრად ჩაითვალოს, ასევე, დაეკისროს ჯარიმა 5 000 ლარი“, – განაცხადა მოსამართლემ.

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ასევე ბრალდებულები არიან დავით იაშვილი, გურამ დონაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა. მათი განაჩენი რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი. ბუტა რობაქიძე თბილისში 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლეს.