ტყიბულის ტრაგედიის გამო, საქართველოს ბელარუსის პრეზიდენტი უსამძიმრებს
ტყიბულის ტრაგედიის გამო, საქართველოს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო უსამძიმრებს.
„ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუსი ხალხისა და საკუთარი სახელით პირადად მიუსამძიმრა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და მინდელის შახტში მომხდარი ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.
სახელმწიფოს მეთაურმა ყველა დაშავებულს უსწრაფესი გამოჯანმრთელება უსურვა“, – წერია განცხადებაში, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე. ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, საქართველოში გლოვის დღეა.