საქართველოში გლოვის დღეა
საქართველოში გლოვის დღეა

საქართველოში გლოვის დღეა. 6 აპრილი გლოვის დღედ მთავრობის გადაწყვეტილებით გამოცხადდა.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დღეს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

გვიან ღამით სახელმწიფო დროშები დაეშვა მთავრობის ადმინისტრაციასთან, საქართველოს პარლამენტის შენობებთან თბილისსა და ქუთაისში. ასევე, სამინისტროებსა და სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი