სახელმწიფო შენობებთან საქართველოს დროშები დაუშვეს [ფოტო/ვიდეო]

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

საქართველოს დროშები დაუშვეს მთავრობის ადმინისტრაციასა და პარლამენტის შენობასთან თბილისში. ასევე, პარლამენტის შენობასთან ქუთაისში.

სახელმწიფო დროშები დაეშვა შინაგან საქმეთა, თავდაცვის და სხვა სამინისტროების ადმინისტრაციულ შენობებზე.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.