მეშახტეები ტყიბულის შახტებში სამუშაოების დროულად აღდგენას ითხოვენ

12:06, 12.12.2018

ტყიბულში მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში დასაქმებულები ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოების დროულად აღდგენას ითხოვენ.

როგორც ერთ-ერთმა მეშახტემ, ხვიჩა გაბუნიამ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დრომდე გაურკვეველია, რა ბედი ელის შახტებს. გაბუნია ეჭვობს, რომ შესაძლოა, შახტები დაიხუროს.

ხვიჩა გაბუნია მთავრობას მიმართავს, აღდგეს მუშაობა და ეტაპობრივად გაუმჯობესდეს უსაფრთხოების პირობები.

მეშახტეები სახელმწიფოს პირველ იანვრამდე აძლევენ ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასობრივ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

მსგავსი