ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლები მესამე დღეა, გაფიცულები არიან
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლები მესამე დღეა, გაფიცულები არიან

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლები მესამე დღეა, გაფიცულები არიან.

ისინი კომპანიის ხელმძღვანელობას ხელფასის 300 ლარით გაზრდას სთხოვენ. კომპანიის პოზიცია ცნობილია – ხელფასის ფიქსირებული ზრდა არ იგეგემება. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, დასაქმებულებს მხოლოდ ბონუსებისა და პრემიების სახით მოემატებათ ხელფასი.

ეს პირობა მიუღებელია მეშახტეებისთვის. მათი განცხადებით, ისინი სამუშაო პროცესს არ დაუბრუნდებიან, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

აქციის მონაწილეები მოლაპარაკებათა პროცესში მუნიციპალიტეტის გამგებლის და მაჟორიტარი დეპუტატის ჩართვას ითხოვენ.

დატოვე კომენტარი