ტყიბულში მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლები მეექვსე დღეა, გაფიცულები არიან
ტყიბულში მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლები მეექვსე დღეა, გაფიცულები არიან

ტყიბულში მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლები მეექვსე დღეა გაფიცულები არიან. ისინი კომპანიის ხელმძღვანელობას ხელფასის 300 ლარით გაზრდას სთხოვენ.

კომპანიის პოზიცია ცნობილია – ხელფასის ფიქსირებული რაოდენობით ზრდა არა იგეგმება და მხოლოდ ბონუსებისა და პრემიების სახით მოემატებათ ხელფასი დასაქმებულებს. ეს პირობა მიუღებელია მეშახტეებისთვის. ისინი სამუშაო პროცესს არ დაუბრუნდებიან, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. აქციის მონაწილეები მოლაპარაკებათა პროცესში მუნიციპალიტეტის გამგებლის და მაჟორიტარი დეპუტატის ჩართვას ითხოვენ.

დღესვე, 12:00 საათისთვის ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ დაგეგმილია აქცია, რომელშიც მეშახტეების გარდა ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთვება.

მოლაპარაკებათა პროცესში ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი ჩაერთო. როგორც თემურ ჩუბინიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ის კომპანია საქნახშირის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს მიხაილ სოცკის შეხვდება, შეხვედრის შემდეგ კი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს დაუკავშირდება.