თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მთავარ პროკურორს დღეს შეხვდებიან
დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მთავარ პროკურორს დღეს შეხვდებიან. ამის შესახებ პირველ არხს მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, მეუღლესთან, შვილთან და ძმასთან ერთად თბილისში დღეს გაემგზავრება.
მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრება ოჯახის ადვოკატიც.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს შეხვედრა მთავარმა პროკურორმა შესთავაზა.