სალომე სამადაშვილი - დარწმუნებული ვარ, მაჩალიკაშვილის ოჯახი პროკურატურის დასკვნით ღრმად შეურაცხყოფილია
სალომე სამადაშვილი - დარწმუნებული ვარ, მაჩალიკაშვილის ოჯახი პროკურატურის დასკვნით ღრმად შეურაცხყოფილია

დარწმუნებული ვარ, მაჩალიკაშვილის ოჯახი ღრმად შეურაცხყოფილია დასკვნით, რაც პროკურატურამ დადო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

„ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად დახუროს საქმე, მაგრამ ვფიქრობ, ამაზე საზოგადოებას ექნება ძალიან მწვავე რეაქცია.

საზოგადოებამ თავიდანვე უნდობლობა გამოუცხადა საგამოძიებო პროცესს, რომელსაც წარმართავს ხელისუფლება. სწორედ ამიტომ და ასევე, მაჩალიკაშვილის ოჯახის თხოვნით, წარვადგინეთ ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. გამოძიების დახურვა, რომელსაც ისედაც არანაირი ნდობა არ ჰქონდა და ის დასკვნა, რაც ვნახეთ, მხოლოდ გაამწვავებს ამ კრიზისს.

დარწმუნებული ვარ, მაჩალიკაშვილის ოჯახი ღრმად შეურაცხყოფილია იმ დასკვნით, რაც პროკურატურამ დადო“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა.