სერგი კაპანაძე - კითხვები, რომლებიც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საზოგადოებას აქვს, პასუხები შეიძლება, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მივიღოთ
სერგი კაპანაძე - კითხვები, რომლებიც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საზოგადოებას აქვს, პასუხები შეიძლება, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მივიღოთ

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ვინც მხარი დაუჭირა, იმ რამდენიმე დეპუტატს შორის ჩვენც ვიყავით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კომისიის შექმნა მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხი „ევროპულმა საქართველომ“ ვერ მიიღო.

„ხელისუფლება პასუხს არ სცემს, იმ ღამეს რა მოხდა და რატომ იყო მოკლული მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი. ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად საგამოძიებო კომისია კარგი ინსტრუმენტია. ეს გვიჩვენა ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კითხვები, რომელიც საზოგადოებას აქვს, პასუხები შეიძლება კომისიის ფარგლებში მივიღოთ. როგორც ჩანს, უმრავლესობას ამ თემაზე სიმართლის გამხელა არ უნდა და საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი ამიტომ არ დაუჭირა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.