მალხაზ მაჩალიკაშვილი - მივმართავ „ქართულ ოცნებას“, მე ის ადამიანი ვარ, რომელიც სიმართლეს დაადგენს და დედას გიტირებთ
მალხაზ მაჩალიკაშვილი - მივმართავ „ქართულ ოცნებას“, მე ის ადამიანი ვარ, რომელიც სიმართლეს დაადგენს და დედას გიტირებთ

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება არც ყოფილა, ყველაფერი ფორმალობა იყო, – ამის შესახებ თემირლამ მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ყოველთვის იყო მცდელობა, თემირლან მაჩალიკაშვილი დაედანაშაულებინათ, მაგრამ ეს არ გამოსვლიათ. დღევანდელ ბრიფინგზე გავრცელებული ინფორმაცია კი, მაჩალიკაშვილის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანი არ არის.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ყოველთვის იყო მცდელობა თემირლან მაჩალიკაშვილი დაედანაშაულებინათ, მაგრამ ეს არ გამოსვლიათ.

რაც დღეს მოხდა ეს ყველაფერი ფორმალობა იყო.

დღევანდელმა სახელმწიფომ ყველაფერი თქვა, როდესაც ის ხელყუმბარა ააფეთქეს, რომელიც მტკიცებულება იყო. ის ხელყუმბარა ააფეთქეს, რომელიც თემირლანის სისხლის ზღვაში ცურავდა, მაგრამ სისხლის კვალი არ ემჩნეოდა; ის ხელყუმბარა, რომელიც დაილუქა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. გამოძიება დასრულებულია პირველივე დღიდან, როდესაც არ მომანიჭეს დაზარალებულის სტატუსი და ყავდათ მედიატორები ჩართული.

მივმართავ „ქართულ ოცნებას“, მე ისეთი ადამიანი არ ვარ, როგორც თქვენ ხართ ტყუილების ქსელში გაჩენილი და გაზრდილები, უღირსო ნაძირლებო. მე ის ვარ, რომელიც სიმართლეს დაადგენს და თქვენ სათითაოდ დედას გიტირებთ“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა.