იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე დავაზე  ტელევიზიით პოზიციების განხილვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს
იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე დავაზე  ტელევიზიით პოზიციების განხილვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე დავაზე პროცესის დასრულებამდე იუსტიციის სამინისტრო არამიზანშეწონილად მიიჩნევს ტელევიზიით პოზიციების განხილვას.

იუსტიციის სამინისტრო, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ქართული მხარის ოფიციალურ პოზიციას წარადგენს, მაჩალიკაშვილების ოჯახის იურისტების განცხადებას ეხმაურება.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ მხარე არ ეთანხმება სახელმწიფოს რომელიმე პოზიციას, მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა საპირისპირო პოზიცია დაეფიქსირებინა.

„ეს არის სტრასბურგში მიმდინარე დავა და მხარეთა პოზიციების ტელევიზიით განხილვა მიზანშეუწონელია დავის დასრულებამდე, ევროპულ სასამართლოში წარდგენილია სისხლისსამართლის საქმის ასლები სრულად, საიდანაც დგინდება მაჩალიკაშვილის კავშირი ტერორიზმთან. თუ მომჩივნები არ ეთანხმებიან სახელმწიფოს რომელიმე პოზიციას, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა საპირისპირო მოსაზრებები და მტკიცებულებები წარედგინათ ევროპული სასამართლოს წინაშე“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.