მალხაზ მაჩალიკაშვილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით რუსთავში ხელმოწერებს აგროვებს
მალხაზ მაჩალიკაშვილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით რუსთავში ხელმოწერებს აგროვებს

​პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, რუსთავში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, მთელი დღის განმავლობაში რუსთავში, მეგობრობის გამზირიზე ხელმოწერებს შეაგროვებენ, მომდევნო დღეებში კი, ხელმოწერების შეგროვება საქართველის სხვა ქალაქებში იგეგმება.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ჯამში 100 000 ხელმოწერის შეგროვებას აპირებს, რათა ხელისუფლება აიძულონ, შეიქმნას კომისია და დაიწყოს გამოძიება.