თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი დღეს დუისში მორიგი აქციის გამართვას აპირებს.
მაჩალიკაშვილის ოჯახი, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, დუისის იუსტიციის სასწავლო ცენტრთან 14:00 საათზე ორ ძირითად მოთხოვნას გააჟღერებს. ოჯახის განცხადებით, მათი მოთხოვნაა, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა. ასევე, ოჯახი ითხოვს თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობის აღიარებას.
თემირლან მაჩალიკაშვილი გასული წლის 26 დეკემბერს დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავში დაიჭრა და 10 იანვარს გარდაიცვალა.