თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი დუისში აქციის გამართვას აპირებს

08:06, 19.06.2018

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი დღეს დუისში მორიგი აქციის გამართვას აპირებს.

მაჩალიკაშვილის ოჯახი, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, დუისის იუსტიციის სასწავლო ცენტრთან 14:00 საათზე ორ ძირითად მოთხოვნას გააჟღერებს. ოჯახის განცხადებით, მათი მოთხოვნაა, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების  საქ​მის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა. ასევე, ოჯახი ითხოვს თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობის აღიარებას.

თემირლან მაჩალიკაშვილი გასული წლის 26 დეკემბერს დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავში დაიჭრა და 10 იანვარს გარდაიცვალა.

მსგავსი