ტეხასის შტატის პოლიცია ოსტინში მომხდარ აფეთქებებს იძიებს
ტეხასის შტატის პოლიცია ოსტინში მომხდარ აფეთქებებს იძიებს

ტეხასის შტატის პოლიცია ოსტინში მომხდარ აფეთქებებს იძიებს.

სამართალდამცავების ცნობით, 18 მარტს საღამოს მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლები.

გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ინციდენტი დაკავშირებულია მარტის დასაწყისში, ოსტინში მომხდარ კიდევ სამ აფეთქებასთან, რომელთა შედეგადაც ორი ადამინი დაიღუპა.

პოლიციამ უკვე გააფრთხილა ადგილობრივები, რომ სახლიდან გასვლას დროებით მოერიდონ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ქალაქში თავდასხმა კიდევ მოხდეს. მხოლოდ გასულ კვირას ოსტინში 735 საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს.

სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის სანაცვლოდ 100 ათასი დოლარის ოდენობით ჯილდო დააწესა.

გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად რასიზმს ასახელებს, რადგან დაღუპულები აფროამერიკელები იყვნენ.