ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ტეხასის შტატში აბორტის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ტეხასის შტატში აბორტის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ტეხასის შტატში აბორტების შესახებ მკაცრი კანონმდებლობის გაუქმებას სასამართლოს გზით ითხოვს. როგორც ცნობილია, ახალი კანონი ტეხასის შტატში ექვსი კვირის ორსულებს აბორტების გაკეთებას უმრავლეს შემთხვევაში უკრძალავს.

როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელის მოადგილე მერიკ გარლენდმა განაცხადა, მისი უწყება ვალდებულია, დაიცვას აშშ-ის კონსტიტუცია და კანონის უზენაესობა.

მისივე თქმით, ტეხასში მიღებული კანონი, აშშ-ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და იუსტიციის დეპარტამენტი მოითხოვს, რომ ფედერალურმა სასამართლომ მისი აღსრულება აკრძალოს.

აბორტის აკრძალვის შესახებ ახალი კანონი ტეხასში სექტემბერში ამოქმედდა. ამ კანონის მიხედვით, ორსულობის მეექვსე კვირიდან აბორტის გაკეთება იკრძალება იმ შემთხვევაში, თუ ქალი გაუპატიურების ან ინცესტის მსხვერპლია.

2 სექტემბერს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ამ კანონის აღსრულების შეჩერებაზე უარი განაცხადა.