ტეხასის შტატში ტყის ხანძარს ებრძვიან, ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ტეხასის შტატში ტყის ხანძარს ებრძვიან, ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ტეხასში მეხანძრეები ტყის ხანძარს ებრძვიან. როგორც მედია იუწყება, ხანძარი უკონტროლოა და სწრაფად ვრცელდება.

მშრალი და უჩვეულოდ თბილი ამინდის გამო, ხანძარმა ტეხასის შტატში არსებულ რეგიონში 250 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა.

ხანძარმა დასახლებულ პუნქტებამდეც მიაღწია, რის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. გადაკეტილია საავტომობილო გზებიც.