ტეხასის შტატის ქალაქ ლაგუნა ჰაითსს ტორნადომ გადაუარა, დაღუპულია ერთი ადამიანი
ტეხასის შტატის ქალაქ ლაგუნა ჰაითსს ტორნადომ გადაუარა, დაღუპულია ერთი ადამიანი

ტეხასის შტატის სანაპირო ქალაქ ლაგუნა ჰაითსს ტორნადომ გადაუარა. სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ცნობით, ის საკუთარ სახლში დაიღუპა, როდესაც ძლიერი ქარისგან ატაცებული სატვირთო ავტომობილი მის საცხოვრებელ სახლს დაეცა. დაშავებულია კიდევ 11 პირი.

სტიქიამ საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა.

ქარის სიჩქარე საათში 138-დან 168 კმ-მდე იყო.