ტეხასის შტატში შტორმის შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა
ტეხასის შტატში შტორმის შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის ტეხასის შტატში ზამთრის შტორმს სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა, ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ შტატის მცხოვრებ შვიდ მილიონამდე ადამიანს მოუწოდა, ონკანის წყალი აადუღონ და ისე გამოიყენონ, რადგან არსებობს წყლის დაბინძურების საშიშროება. ყინვამ წყლის მილებიც დააზიანა.

ტეხასის შტატში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა აღინიშნა. კვირის დასაწყისში შტატში ტემპერატურია -18 გრადუსამდე დაეცა.