ტეხასში, ფორტ უორთში სროლის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაიჭრა
ტეხასში, ფორტ უორთში სროლის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაიჭრა

ტეხასის შტატში, ფორტ უორთში სროლის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაიჭრა.

ოფიციალური პირების ცნობით, მასობრივი სროლა ტეხასის შტატში გამართული ადგილობრივი ფესტივალის დროს მოხდა.

როგორც მედია წერს, დაღუპულებს შორის ერთი არასრულწლოვანი იყო.

სროლის მოტივი და ეჭვმიტანილთა რაოდენობა არ არის ცნობილი.

„ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ეს დაკავშირებული საშინაო საქმეებთან, არის თუ არა ბანდასთან დაკავშირებული. ამ ეტაპზე ამის თქმა ნაადრევია,“ – თქვა ფორტ უორტის პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, შონ მიურეიმ.