ტეხასის შტატის ერთ-ერთ ისტორიულ სასტუმროში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაშავდა
ტეხასის შტატის ერთ-ერთ ისტორიულ სასტუმროში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაშავდა

აშშ-ში, ტეხასის შტატის ერთ-ერთ ისტორიულ სასტუმროში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

როგორც „სიენენი“ წერს, დაშავებული 21 ადამიანიდან ერთი – კრიტიკულ, ხოლო ოთხი მძიმე მდგომარეობაშია.

„სიენენის“ ინფორმაციით, სასტუმროში აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. გამომძიებლები მუშაობენ, რათა აფეთქების გამომწვევ მიზეზებზე მეტი დეტალი დაადგინონ.