ტეხასის სკოლაში მომხდარი ფაქტის გამო, შალვა პაპუაშვილი ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტეხასის დაწყებით სკოლაში მომხდარ ფაქტს ეხმაურება და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. ამის შესახებ განცხადებას პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.
„გულსატკენი სანახავია ტეხასის შტატში, უვალდეში, რობის დაწყებით სკოლაში მომხდარი გაუგონარი მასობრივი ტრაგედია, რომელსაც უდანაშაულო მოსწავლეების სიცოცხლე შეეწირა. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ამერიკელ ხალხს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ბოლო მონაცემებით, ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. დაღუპულია 19 ბავშვი და ორი ზრდასრული ადამიანი.
It is heartbreaking to see an inconceivable and senseless massacre of innocent pupils at the Robb Elementary School in #Uvalde, #Texas. My condolences to the families of the victims and the American people in this time of mourning.
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) May 25, 2022