თეა წულუკიანი - კითხვები მაჩალიკაშვილის საქმეზე ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით გამოძიების საკითხია
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სამართალდამცველების მიერ ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა გამოძიების საკითხია.
„ის კითხვები, რაც არსებობს ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით, არის გამოძიების საკითხი.
გამოძიება მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე, ვერცერთი მინისტრი თუ სხვა პირი ვერ გეტყვით ამ კითხვებზე პასუხს, სანამ საგამოძიებო ორგანოები არ დაასრულებენ თავიანთ სამუშაოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს გარდაიცვალა.