სოფო კილაძე - ბერას და მის ოჯახს უამრავი სიკეთე აქვთ გაკეთებული ამ ქვეყნისთვის და ეს ყველამ კარგად ვიცით
ბერას და მის ოჯახს უამრავი სიკეთე აქვთ გაკეთებული ამ ქვეყნისთვის და ეს ყველამ კარგად ვიცით, – ასე გამოეხმაურა ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.
„ბერას და მის ოჯახს უამრავი სიკეთე აქვთ გაკეთებული ამ ქვეყნისთვის და ეს ყველამ კარგად ვიცით, მათ შორის იმათაც, ვინც ასე თავგამოდებული ლანძღავს ივანიშვილების ოჯახს. საკუთარი ჯიბიდან გაწეული ქველმოქმედება რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი აჟიოტაჟის საგანი?!“ – წერს სოციალურ ქსელში სოფო კილაძე.
მუსიკოსი ბერა ივანიშვილი საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს. ამის შესახებ ბერა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელი მისი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.