ლადო ბენდიანიშვილი - ბერას ოჯახის დაცვის თანამშრომლებს ვუპასუხე, რომ მუქარის შემცველი არაფერი დამიწერია, ბოდიში მომიხადეს და დამემშვიდობნენ
ლადო ბენდიანიშვილი - ბერას ოჯახის დაცვის თანამშრომლებს ვუპასუხე, რომ მუქარის შემცველი არაფერი დამიწერია, ბოდიში მომიხადეს და დამემშვიდობნენ

ლადო ბენდიანიშვილმა, რომელიც „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებს, ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, რომ 15-16 წლის იყო, როდესაც „ფეისბუქზე“ ბერა ივანიშვილის ერთ-ერთ პოსტზე კომენტარი დაწერა.

„ეს შემთხვევა მოხდა 2011 წელს. „ფეისბუქზე“ რაღაც კომენტარი გავაკეთე“, – აცხადებს ბენდიანიშვილი.

მისი თქმით, ამ ფაქტის შემდეგ, მას ბერა ივანიშვილის ოჯახის დაცვის თანამშრომლები დაუკავშირდნენ.

„რამდენიმე დღის შემდეგ ჩემთან მოვიდნენ ბერა ივანიშვილის ოჯახის დაცვის თანამშრომლები. მითხრეს, რომ ბერას „ფეისბუქზე“ განხორციელდა შეტევა. მუქარის შემცველი პოსტები იყო ძალიან ბევრი და აინტერესებდათ. მე ვუთხარი, რომ მუქარის შემცველი არაფერი მქონდა დაწერილი, რის შემდეგადაც ბოდიში მომიხადეს შეწუხებისთვის და დამემშვიდობნენ“, – აცხადებს ბენდიანიშვილი.