ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს
ბერა ივანიშვილი ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს

მუსიკოსი ბერა ივანიშვილი საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს. ამის შესახებ ბერა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელი მისი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

„ამაზონის ტყეების თვეების განმავლობაში იწვის. ხანძრები ანადგურებს დედამიწის ფილტვებს, ჩვენს ცხოვრებას და ჩვენი ბავშვების მომავალს. დღეს მე მინდა, დავუჭირო მხარი ჩემს ბრაზილიელ მეგობრებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდი მანძილი გვაშორებს, ჩემი ბრაზილიელი ფანები ყოველთვის პატივისცემითა და სიყვარულით მეპყრობოდნენ, ისევე, როგორც ოჯახის წევრს. მე მინდა, მათ სიყვარულით ვუპასუხო და დავეხმარო ისე, როგორც შემიძლია. ფრთხილი განხილვის შემდეგ, მე დავაარსე ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია ცვლილების მოხდენა და რომელსაც ვენდობი. მას ჰქვია „აი ეს ეი“ ასევე გადავწყვიტე, ჩავრიცხო 1,1 მილიონი დოლარი. ეს მოიცავს ჩემს პირად დანაზოგს და კონტრიბუციას ჩემი ოჯახისგან. მოგიწოდებთ ყველას, ამ საქმეში ჩაერთეთ და იმოქმედეთ. ყველა კონტრბუცია არ აქვს მნიშვნელობა, ეს ცოტაა თუ ბევრი, მნიშვნელოვანი. ერთად ჩვენ შეგვიძლია, შევცვალოთ მდგომარეობა“, – აცხადებს ბერა მიმართვაში.