საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა რიცხვმა 1000-ს მიღწია
საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა რიცხვმა 1000-ს მიღწია. მხოლოდ პარიზში პოლიციამ სხვადასხვა კანონდარღვევისთვის 500-ზე მეტი ადამიანი აიყვანა. მათი ნაწილი მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა 200-ზე მეტი საპატიმროში რჩება.
ყვითელჟილეტებიანების აქციებზე საფრანგეთის დედაქალაქში პოლიციამ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა. შედეგად დაშავდა 30-ზე მეტი მოქალაქე.
აგრესიულად იქცეოდნენ დემონსტრანტებიც. ისინი პოლიციელებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ. დამწვარია ორი ავტომობილი.
შეგახსნებთ, პარიზში დღეს დილიდან ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების ამბობენ, რომ აქციები ყოველ უქმე დღეს გაიმართება.