პარიზში „ყვითელჟილეტიანების“ მიერ დაგეგმილი აქციის გამო მეტროსადგურები დროებით დაიხურება

12:40, 23.11.2019
A closed entrance at the Republique metro station is seen during a strike by all unions of the Paris transport network (RATP) against pension reform plans in Paris, France, September 13, 2019.  REUTERS/Christian Hartmann

პარიზში „ყვითელჟილეტიანების“ მიერ დაგეგმილი დემონსტრაციის გამო მეტროსადგურები დროებით დაიხურება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ქვეყნის სამართალდამცავი უწყების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილია, მანიფესტაციის გამო საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში უსაფრთხოების მიზნით შეზღუდვა რამდენიმე ათეულ მეტროსადგურს შეეხება.

ყვითელჟილეტიანების“ დემონსტრაციები საფრანგეთში 2018 წლის 17 ნოემბერს დაიწყო. აქციის მონაწილეები გადასახადების გაზრდას და საწვავზე ფასების მომატებას აპროტესტებდნენ. თუმცა მალევე მოთხოვნები გაიზარდა. უქმე დღეს დაგეგმილი ტრადიციული დემონსტრაციები ხშირ შემთვევაში აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებით და მასობრივი დაკავებებით სრულდებოდა.

მსგავსი