საფრანგეთში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა
საფრანგეთში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა

საფრანგეთში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. ინციდენტი პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სარკინიგზო სადგურზე მოხდა. აქციის მონაწილეები ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას აპროტესტებდნენ. დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ „ყვითელჟილეტიანების“ სახელით ცნობილი მოძრაობის წევრებიც. აქტივისტებმა რამდენიმე ნაგვის ურნა დაწვეს.

პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა ბასტილიის სიახლოვესაც, სადაც დემონსტრანტების მსვლელობა გაიმართა.

ემანუელ მაკრონის ინიციატივით, საფრანგეთში ე.წ. უნივერსალური საპენსიო სისტემა უნდა ამოქმედდეს, რომლის მიხედვითაც საპენსიო ასაკი 64 წელი იქნება. ამ რეფორმას აპროტესტებენ პროფკავშირები, რომლებიც მორიგ მასშტაბურ აქციას საფრანგეთში 9 იანვარს გამართავენ.