საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა რიცხვმა 1000-ს მიღწია

20:20, 08.12.2018

საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა რიცხვმა 1000-ს მიღწია. მხოლოდ პარიზში პოლიციამ სხვადასხვა კანონდარღვევისთვის 500-ზე მეტი ადამიანი აიყვანა. მათი ნაწილი მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა 200-ზე მეტი საპატიმროში რჩება.

ყვითელჟილეტებიანების აქციებზე საფრანგეთის დედაქალაქში პოლიციამ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა. შედეგად დაშავდა 30-ზე მეტი მოქალაქე.

აგრესიულად იქცეოდნენ დემონსტრანტებიც. ისინი პოლიციელებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ. დამწვარია ორი ავტომობილი.

შეგახსნებთ, პარიზში დღეს დილიდან ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების ამბობენ, რომ აქციები ყოველ უქმე დღეს გაიმართება.

მსგავსი