პარიზში პოლიციის მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
პარიზში პოლიციის მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

პარიზში პოლიციის მხრიდან ძალადობის შემთხვევები გააპროტესტეს.

მიუხედვად იმისა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ აქციების გამართვა აკრძალა, საფრანგეთის ქუჩებში ასობით ადამიანი გავიდა. ისინი პარიზის გარეუბანში პოლიციის მიერ მოზარდის მკვლელობას აპროტესტებდნენ და პოლიციელებისთვის ძალის გამოყენების უფლების შეზღუდვას ითხოვდნენ.

„როიტერის“ ცნობით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს რესპუბლიკის მოედანზე შეკრების უფლება არ მისცეს, რის შემდეგაც დემონსტრანტებმა მშვიდობიანი მარში გამართეს.

აქციის ორგანიზატორები 2016 წელს პოლიციის მიერ დაკავებული და შემდეგ გარდაცვლილი ადამა ტრაორეს ოჯახის წევრები იყვნენ.