ჯორჯია მელონი – ვულოცავ ჩემს მეგობრებს, ალბერტო ნუნიეს ფეიხოსა და სანტიაგო აბასკალს ესპანეთში მემარჯვენე-ცენტრისტული ძალების მიერ მიღწეულ შედეგებს

02:48, 30.11.2026

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ესპანეთის „სახალხო პარტიას“ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავ ჩემს მეგობრებს, ალბერტო ნუნიეს ფეიხოსა და სანტიაგო აბასკალს ესპანეთში მემარჯვენე-ცენტრისტული ძალების მიერ მიღწეულ შედეგებს. დღევანდელი რეკორდული აქტივობა მთელი ევროპისთვის დემოკრატიული სიცოცხლისუნარიანობისა და მოქალაქეების მხრიდან პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მნიშვნელობისადმი ნდობის მკაფიო ნიშანია. იტალიის მთავრობის სახელით, წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ „სახალხო პარტიისა“ (PP) და პარტია „ვოქსის“ (Vox) გუნდებს. მოუთმენლად ველოდები ჩვენი ერების საკეთილდღეოდ ერთობლივ მუშაობას“, – წერს მელონი სოციალურ ქსელში.

შეგახსნებთ, ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური კონსერვატიული „სახალხო პარტია“ ლიდერობს.

მსგავსი