დონალდ ტრამპი – პედრო სანჩესი დამარცხდა? ეს შესანიშნავი ამბავია, ის დამარცხებას იმსახურებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტური პარტიის მარცხს „კარგი ამბავი“ უწოდა.
„პედრო სანჩესი დამარცხდა? ეს კარგია. მან საშინლად იმუშავა. ის იმსახურებს დამარცხებას. სანჩესი დამარცხდა? მართლა? ეს შესანიშნავი ამბავია“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსნებთ, ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური კონსერვატიული „სახალხო პარტია“ ლიდერობს.