ხმების 70 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ, ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური კონსერვატიული „სახალხო პარტია“ ლიდერობს
ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 70 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ, ოპოზიციური კონსერვატიული „სახალხო პარტია“ ლიდერობს.
წინასწარი მონაცემებით, „სახალხო პარტია“ დეპუტატთა კონგრესში 133 მანდატს მოიპოვებს, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის სოციალისტური მუშათა პარტია კი 117 მანდატს. მესამე ადგილზეა ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსი“, რომელიც 51 მანდატს მიიღებს.
წინასწარი შედეგებით, „სახალხო პარტია“ და „ვოქსი“ ჯამში 184 მანდატს მოიპოვებენ, რაც 350-ადგილიან დეპუტატთა კონგრესში აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭირო 176 მანდატს აღემატება.
ესპანეთის „სახალხო პარტიამ“ (PP) სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ არჩევნებში გამარჯვებას ელოდება, ხოლო პარტიის ლიდერი ალბერტო ნუნიეს ფეიხო ესპანეთის პრემიერ-მინისტრი გახდება.
„სახალხო პარტია არჩევნებში გაიმარჯვებს, ხოლო ალბერტო ნუნიეს ფეიხო ესპანეთის პრემიერ-მინისტრი გახდება“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.