ესპანეთში საარჩევნო უბნები დაიხურა, ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დღეს გამოქვეყნებული, 13-28 ნოემბერს ჩატარებული კვლევის თანახმად, არჩევნებში სავარაუდოდ კონსერვატიული „სახალხო პარტია“ გაიმარჯვებს

00:36, 30.11.2026

ესპანეთში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა და ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, RTVE-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხმების 4,21 პროცენტია დათვლილი.

ამომრჩეველთა აქტივობა, წინასწარი მონაცემებით, 78,26 პროცენტს შეადგენს, რაც 2023 წლის არჩევნებთან შედარებით 11,67 პროცენტული პუნქტით მეტია.

ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 38 616 949 მოქალაქეს ჰქონდა, მათგან 1 615 034-ს არჩევნებში მონაწილეობის მიღება პირველად შეეძლო.

ესპანეთის მოქალაქეები კონგრესის 350 დეპუტატსა და 209 სენატორს ირჩევენ. კონგრესში აბსოლუტური უმრავლესობის მოსაპოვებლად 176 მანდატია საჭირო.

ამასთან, ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, RTVE-ის დაკვეთით, კომპანია Sigma Dos-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, არჩევნებში სავარაუდოდ კონსერვატიული „სახალხო პარტია“ გაიმარჯვებს და პარტია „ვოქსთან“ ერთად აბსოლუტურ უმრავლესობას მოიპოვებს. სოციალისტური მუშათა პარტიის მხარდაჭერა კი მცირედით შემცირდება და ის, შესაძლოა, ხელისუფლებას ჩამოშორდეს. აღნიშნული კვლევა ეგზიტპოლი არ არის და კენჭისყრის რეალურ შედეგებს არ ასახავს. კვლევის ფარგლებში 13-28 ნოემბერს 19 500 ამომრჩეველი გამოიკითხა სატელეფონო ინტერვიუს გზით.

მსგავსი