დიმიტრი პესკოვი – ევროპელები რუსეთთან ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებისთვის მზად არ არიან

23:23, 29.11.2026

ევროპელები რუსეთთან ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებისთვის მზად არ არიან. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, რუსეთი მშვიდობის მიღწევას ცდილობს და მზად არის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, მათ შორის ევროპელებთან კონტაქტებისთვისაც, თუმცა ევროპულ მხარეს რუსეთთან ორმხრივი დიალოგი არ სურს.

პესკოვის თქმით, ევროპელებმა განაცხადეს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში მხოლოდ სამმხრივ ფორმატში სურთ მონაწილეობა.

„სწორედ დღეს მივიღეთ ინფორმაცია, ევროპელებმა განაცხადეს, რომ რუსებთან ორმხრივ ფორმატში საუბარი არ სურთ, მოლაპარაკებებში მონაწილეობა მხოლოდ სამმხრივ ფორმატში სურთ“, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვი ამბობს, რომ მოსკოვი მშვიდობის მომხრეა, ხოლო ვლადიმერ პუტინი უკრაინის საკითხის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებებისთვის ღიაა.

„სურს თუ არა რუსეთს მშვიდობა? დიახ, რუსეთს მშვიდობა სურს. პრეზიდენტი პუტინი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, კონტაქტებისთვის, მათ შორის ევროპელებთან“, – აღნიშნა პესკოვმა.

მსგავსი