ესპანეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 68 პროცენტს გადააჭარბა, რაც ესპანეთის საპარლამენტო არჩევნების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია

22:30, 29.11.2026

ესპანეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 68 პროცენტს გადააჭარბა.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ადგილობრივი დროით 18:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა თითქმის 15 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა არჩევნების ანალოგიურ მაჩვენებელს.

აქტივობამ უკვე გადააჭარბა 2023 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო მაჩვენებელს, როდესაც, გავრცელებული ინფორმაციით, ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეთა 66-მა პროცენტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

ესპანეთის კონტინენტურ ნაწილში საარჩევნო უბნების დახურვამდე დაახლოებით ორი საათი რჩება, კანარის კუნძულებზე კი, სამი საათი. ესპანური გამოცემა „ელ პაისის“ ცნობით, 18:00 საათისთვის დაფიქსირებული აქტივობა ესპანეთის საპარლამენტო არჩევნების ისტორიაში რეკორდულია. წინა რეკორდი 1996 წელს დაფიქსირდა, როდესაც ამ დროისთვის ამომრჩეველთა 63,4 პროცენტს ჰქონდა ხმა მიცემული.

მსგავსი