პედრო სანჩესმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა და „სახალხო პარტიის“ ლიდერს გამარჯვება მიულოცა

02:36, 30.11.2026

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. ესპანეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო EFE-ის ინფორმაციით, სანჩესი „სახალხო პარტიის“ ლიდერს, ალბერტო ნუნიეს ფეიხოს ტელეფონით დაუკავშირდა და გამარჯვება მიულოცა.

როგორც მედია წერს, ბოლო ერთი საათის განმავლობაში სანჩესი საკუთარი პარტიის შტაბ-ბინაში იმყოფებოდა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მხარდამჭერებისთვის სიტყვით მიმართვას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

ხმების დაახლოებით 92 პროცენტის დათვლის შემდეგ, „სახალხო პარტია“ დეპუტატთა კონგრესში 134 მანდატს მიიღებს, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის სოციალისტური მუშათა პარტია კი 115 მანდატს. მესამე ადგილზეა ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსი“, რომელიც 53 მანდატს მიიღებს.

მსგავსი