ესპანეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსის“ ლიდერი – მისია შესრულებულია, ის წავიდა, ჩვენ ეს ერთად შევძელით
ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსის“ ლიდერმა, სანტიაგო აბასკალმა მადრიდში, პარტიის ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებთან ერთად, არჩევნების შედეგი აღნიშნა.
მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აბასკამა განაცხადა, რომ „მისია შესრულებულია“.
„ის წავიდა, ის წავიდა, ის წავიდა. ის წავიდა, რადგან ეს ჩვენ ერთად შევძელით. ჩვენ გავაგდეთ ის, მისი ტყუილები, ძალადობა და Vox-ის მიმართ დაშინება. ეს მისია თქვენ შეასრულეთ. ჩვენ ეს ერთად შევძელით“, – განაცხადა აბასკალმა.
როგორც მედია წერს, თუ პარტია „ვოქსი“ ესპანეთის მომავალ მთავრობაში შევა, ეს 1975 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ულტრამემარჯვენე პარტია ესპანეთის მთავრობაში წარმოდგენილი იქნება.
ხმათა უმრავლესობის დათვლის შემდეგ, ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში „სახალხო პარტია“ იმარჯვებს, მემარჯვენე ძალები კი პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას მოიპოვებენ. ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსი“ სავარაუდოდ 52 მანდატს მოიპოვებს.