პარიზში, საპროტესტო აქციებზე სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა, დაშავდა 12 ადამიანი, დაკავებულია 45 პირი

მედიის ინფორმაციით, პარიზში საპროტესტო აქციების დროს სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა.

საფრანგეთის პოლიციამ განაცხადა, რომ პარიზში აქციების დროს 45 ადამიანი დააკავეს, 12 ადამიანი კი დაშავდა.

მათივე ცნობით, პარიზში გამართულ აქციაზე 18 000 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო საფრანგეთის მასშტაბით აქციებში მონაწილეობა, დაახლოებით, 121 000-მა ადამიანმა მიიღო.

დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა.

მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ უკმაყოფილო იყვნენ სამუშაო პირობებით, თუმცა, როგორც „როიტერი“ წერს, ზოგიერთ დემონსტრანტს პალესტინის დროშები ჰქონდა.